This is TikiWiki 1.9.5 -Sirius- © 2002–2006 by the Tiki community Sat 04 of Sep, 2010 [10:43 UTC]
Online users
1 online user

ჯავას ინსტალაციის ინსტრუქცია

print

ჯავა-პროგრამების შესაქმნელად და მათ გასაშვებად საჭიროა გარკვეული პროგრამების ინსტალაცია კომპიუტერზე. ესენია:
  • JRE (Java Runtime Enviropment) - არის გარემო, რომელიც ასრულებს ჯავა-პროგრამებს. თუკი თქვენ არ აპირებთ პროგრამების დაწერას, JRE სრულიად საკმარისია თქვენთვის. თუმცა ზოგიერთმა ვებ-სერვერმა შესაძლოა ის არ იმყოფინოს
  • JDK (Java Development Kit) - თავის მხრივ შეიცავს JRE-ს და სხვა ხელსაწყოებს, რომლებიც გამოიყენება java-პროგრამების შესაქმნელად : ჯავას კომპილატორს, სხვადასხვა უტილიტებს და ა.შ.

ჩვენ ვაპირებთ java-ზე პროგრამების წერას. მაშასადამე, გვესაჭიროება JDK

ამისათვის შედით პროგრამული უზრუნველყოფის გადმოსაწერ საიტზე და გადმოწერეთ JDK 5.0 Update 9 (ბოლო ვერსია ამ დოკუმენტის შექმნის მომენტისათვის). შემდეგ დააინსტალირეთ გადმოწერილი პროგრამა ჩვეულებრივად (ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა რამ Windows-ში). უმჯობესი იქნება, თუკი დირექტორიის გრძელ სახელებს თავს აარიდებთ. მაგალითად, c:\jdk1.5 სრულიად მისაღებია.


შემდეგ საჭიროა გარემოს ცვლადების (Enviropment Variables) რედაქტირება. კერძოდ:
1) შექმენით ახალი ცვლადის, სახელად JAVA_HOME და მის მნიშვნელობად მიუთითეთ დირექტორიის სახელი, სადაც დააინსტალირეთ JDK, ჩვენი მაგალითისთვის ეს იქნებოდა c:\jdk1.5
2) შეასწორეთ ცვლადი PATH (თუ არ არსებობს, შექმენით ის). მის მნიშვნელობაში უნდა ეწეროს დირექტორიების სია, თითოეული ერთმანეთისაგან მძიმით გამოიყოფა. მას უნდა დაამატოთ (სასურველია, დასაწყისში) კიდევ ერთი - ჩვენი JDK-ის bin დირექტორია, ანუ NaV\bin როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, ჩვენს მიერ დამატებული ახალი მნიშვნელობაც წერტილმძიმით უნდა გამოვყოთ დანარჩენებისაგან.

გარემოს ცვლადების დასარედაქტირებლად მაუსის მარჯვენა ღილაკით დააჭირეთ My Computer-ს, აირჩიეთ Properties, შემდეგ გადადით Advanced ჩანართზე და დააჭირეთ Environment Variables

გარემოს ცვლადების ორი სახისაა: კონკრეტული მომხმარებლისა და სისტემური. ზემოთ აღნიშნული მანიპულაციები ჩაატარეთ სისტემურ ცვლადებში.


დადგა დრო, შევამოწმოთ ინსტალაციის სისწორე. ამისათვის საჭიროა გავუშვათ ბრძანებათა ინტერპრეტატორი. დააჭირეთ Start, აირჩიეთ Run, აკრიფეთ cmd და დააჭირეთ OK

ეკრანზე გამოჩნდება შავი ფანჯარა. მასში აკრიფეთ java -version და Enter-ს დააჭირეთ. ეკრანზე უნდა გამოვიდეს ინფრორმაცია java-ს ვერსიის შესახებ.

მაგალითად, სწორად დაინსტალირებული JDK-ს შემთხვევაში ეკრანზე შეიძლება გამოვიდეს ასეთი რამ (ვერსიას ყურადღებას ნუ მიაქცევთ):

C:\Documents and Settings\mikheil>java -version
java version "1.5.0_03"
Java(TM) 2 Runtime Environment, Standard Edition (build 1.5.0_03-b07)
Java HotSpot(TM) Client VM (build 1.5.0_03-b07, mixed mode)

C:\Documents and Settings\mikheil>


თუ ამის ნაცვლად რიამე შეცდომა გამოვიდა, მაშინ თავიდან გადახედეთ ინსტალაციის ინსტრუქციას და შეამოწმეთ თქვენს მიერ ჩატარებული ოპერაციების სისწორე.

Created by: Mikheil Kapanadze last modification: Friday 10 of November, 2006 [19:09:00 UTC] by Mikheil Kapanadze


Powered by TikiWiki Powered by PHP Powered by Smarty Powered by ADOdb Made with CSS Powered by RDF
RSS Wiki
[ Execution time: 0.56 secs ]   [ Memory usage: 6.64MB ]   [ 32 database queries used ]   [ GZIP Enabled ]   [ Server load: 0.03 ]